როგორც Sky Sports იუწყება, კარიმ ბენზემა მადრიდის “რეალს” არ დატოვებს. როგორც ესპანური ფეხბურთის ექსპერტი გულემ ბალაგი აცხადებს, ბენზემა “რეალში” ყოფნით ბედნიერია და ინფორმაცია მისი “არსენალში” გადასვლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
შეგახსენებთ, ინგლისური მედიის მიხედვით არსენ ვენგერი დაინტერესებული იყო კარიმ ბენზემას შეძენით. ფრანგს “ლიონის” ყოფილი თავდამსხმელის შეძენა 2014 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც სურდა.
27 წლის ბენზემა 2009-10 წლების სეზონიდან “რეალში” თამაშობს. პრიმერა დივიზიონში ფრანგმა ფორვარდმა ყველაზე შედეგიანი სეზონი 2011-12 წლებში ჩაატარა. მან 34 მატჩში 21 გოლი გაიტანა.