ჭადრაკი

13:55 | 30.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბერაძე დამაჯერებლად დაწინაურდა

20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატს ფინიშამდე 2 ტურით ადრე დამაჯერებლად ლიდერობს ირაკლი ბერაძე. მის აქტივში 8-დან 6.5 ქულაა.

5-5 ქულით II-V ადგილებს ინაწილებენ: ილია ხელაძე, ნიკა ღვამბერია, ლუკა ობოლაძე და ვასილ დოთიაშვილი.

მომდევნო ტურში ლიდერებიდან ერთმანეთს შეხვედებიან: ბერაძე - ობოლაძე და ღვამბერია - დოთიაშვილი.

გოგონათა შორის 6-6 ქულით ნინო ხომერიკი და ნანი უნაფქოშვილი დაწინაურდნენ. ლიდერებს ერთი ქულით ჩამორჩება ანა კუჭავა.

მერვე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: უნაფქოშვილი - კუჭავა და კობეშავიძე - ხომერიკი.

0.114893