როგორც Guardian იუწყება, “ევერტონის” ფეხბურთელ ჯონ სტოუნსის შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედს” სურს. “მანჩესტერი” მერსისაიდულ კლუბთან მოლაპარაკებას აწარმოებს.
21 წლის ცენტრალური მცველის შეძენით ასევე დაინტერესებულია ლონდონის “ჩელსი”, თუმცა “არისტოკრატთა” შეთავაზებას “ევერტონის” ხელმძღვანელებმა უარით უპასუხეს.
ლონდონის “ჩელსი” მზად იყო 25 მილიონი გირვანქას გადასახდელად, თუმცა შეთანხმება არ შედგა.
სტოუნსი “ბარნსლის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, 2013 წლიდან კი “ევერტონში” თამაშობს.
2014 წელს სადებიუტო მატჩი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა.