როგორც “დინამო თბილისის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, კლუბის 19-წლამდე შემადგენლობა გერმანიაში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო ტურნირზე რურის თასი 2015 მიიღებს მონაწილეობას. “დინამო” დორტმუნდში, სასტუმრო Steigenberger Hotel Dortmund –ში დაბინავდა.
მთავარი მწვრთნელი თამაზ სამხარაძე შემდეგ 18 ფეხბურთელს დაეყრდნობა:
გიორგი კულუა, ვახტანგ კაპანაძე, ლუკა გუგეშაშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, ზურაბ ჯაფიაშვილი, ნიკოლოზ ყურშავიშვილი, საბა კვერნაძე, გიორგი ვეკუა, ოთარ კობახიძე, დავით კობოური, ნიკოლოზ ბაშალეიშვილი, მიხეილ ბაშალეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკოლოზ გაბრიჩიძე, გიორგი ზარია, ბექა მიქელთაძე, ლაშა ხატიაშვილი, ანდრო ნემსაძე.
დღეს “დინამო” ორ მატჩს გამართავს, თბილისის დროით 17:00 საათზე დორტმუნდის “ბორუსიას” დაუპირისპირდება, 18:40 საათზე კი “ბარსელონას” შეხვდება.
სამხარაძის გუნდი ჯგუფურ ტურნირს 31 ივლისს დაასრულებს, როდესაც“დინამო” ბრაზილიურ “ინტერნასიონალსა” და “ბოხუმს” დაუპირისპირდება.