“ბენდელაზე” საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” ამხანაგურ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა “ცხინვალი”.
მე-11 წუთზე ანგარიში თავური დარტყმით ქოჩლაძემ გახსნა. რამდენიმე წუთში წონასწორობა გიორგი ხარაიშვილმა თერთმეტმეტრიანით აღადგინა. როგორც “საბურთალოს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ომარ მიგინეიშვილმა ხარაიშვილი საჯარიმოში მოცელა, შემდეგ კი მთავარ მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. არბიტრმა მიგინეიშვილი მოედნიდან გააძევა. გამომდინარე იქიდან, რომ ამხანაგური მატჩი იყო, მიგინეიშვილი ნადირაძემ შეცვალა და გუნდებმა კვლავ თანაბარი შემადგენლობებით განაგრძეს თამაში.
62-ე წუთზე ჯაბა დვალმა ეფექტური გოლი გაიტანა. მან ცაციათი “ცხინვალის” კარის “ცხრიანში” გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ასევე გეტყვით, რომ “საბურთალო” ამხანაგური შეხვედრის გასამართად ერთი დღით დაბრუნდა თბილისში. გიორგი ჭიაბრიშვილი გუნდი დუშეთში დაბრუნდა, სადაც განაგრძობს წინასასეზონო შეკრებას.
“საბურთალო”: ქურდაძე, მარგველაშვილი, თოთაძე, ჩაბრაძე, სოფრომაძე, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ფანცულაია, ხარაიშვილი, დვალი, გოშთელიანი.
ცვლილებაზე ითამაშეს: ჩოჩიშვილი, ვაჭარაძე, ბეროშვილი, გვარაძე, ბიძინაშვილი.
“ცხინვალი”: მიგინეიშვილი (ნადირაძე), კაკუბავა, კაჭკაჭიშვილი, ჯაფარიძე, ჭაფოძე, სიგუა, ქარდავა, ლობჯანიძე, მახარობლიძე, ქოჩლაძე, ლექვთაძე.
ცვლილებაზე ითამაშეს: ბურძენაძე, ცაცკრიალაშვილი, ჯიშკარიანი, ჟვანია, გამყრელიძე, ბაჩიაშვილი, ცერცვაძე, გიგაური, ღვაბერიძე, მურცხვალაძე.