ლევან მჭედლიძე "ემპოლის” გოლით შეეწია. ტოსკანურმა გუნდმა იტალიის ქვედალიგელ “ვიარეჯოს” ამხანაგურ მატჩში 4:1 სძლია, ლევანმა კი 48-ე წუთზე 2:0 გახადა ანგარიში.
ქართველმა თავდამსხმელმა დაახლოებით 25 მეტრიდან ზუსტი დარტყმით გაიტანა. მჭედლიძემ მთლიანობაში კარგად ითამაშა. ის 63-ე წუთზე შეცვალა რიკარდო საპონარამ.