გერმანიის ქალაქ ჰორბში მიმდინარე საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირზე პირველი წრის დაძლევა მოახერხა სოფო ქვაცაბაიამ.
ქართველმა ჩოგბურთელმა იაპონელ იუკი ტანაკას 7:6 (7:5), 1:6, 6:4 სძლია და მერვედფინალში რუს ანასტასია პრიბილოვას ეთამაშება.
სამწუხაროდ, საწყის რაუნდში ბულგარელ ისაბელა შინიკოვასთან დამარცხდა მე-7 ნომრად განთესილი ეკატერინე გორგოძე – 4:6, 6:4, 6:7 (3:7).
წყვილებში ქვაცაბაია და გორგოძე ბრიტანელ დანისთან და შვედ ულფეველდთან სათამაშოდ არ გამოცხადდნენ.