ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015-ის ვაჟ კალათბურთელთა „ა“ ჯგუფის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს საქართველო და ლატვია დაუპირისპირდა.
აღნიშნულმა შეხვედრამ, რომლის გამარჯვებულიც მომდევნო ეტაპზე გადიოდა, გულშემატკივართა დიდი ინტერესი გამოიწვია. თბილისის სპორტის სასახლის ტრიბუნების შევსებას სულ ცოტა დააკლდა. ისევე როგორც ბოსნიასთან ქართველმა კალათბურთელებმა ეს შეხვედრაც კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედის მეხუთე წუთისათვის 8 ქულის სხვაობით 10:2 დაწინაურდნენ. სამწუხაროდ, ქართველმა კალათბურთელებმა ვერც ამ შეხვედრაში შეძლეს მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება. ამჯერად, 49:66 დამარცხდნენ და თურქეთთან ერთად ჯგუფში ჩარჩნენ. მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება, შესაბამისად, პირველ-მეორე ადგილებზე გასულმა ბოსნიამ და ლატვიამ მოიპოვეს. შეიძლება ითქვას, რომ „ა“ ჯგუფში ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა, რადგან ჯგუფიდან გასული გუნდები ევროპის ჩემპიონატის „ა“ დივიზიონში თამაშობენ, ხოლო საქართველო კი საკვალიფიკაციო ეტაპზე ანუ „ბ“ დივიზიონში მონაწილეობს.
ამ შეხვედრაში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი მასპინძელთა უკანახაზელი არტურს ზაგარსი იყო, რომელიც ყველაზე ტანმორჩილი კალათბურთელი გახლდათ ორივე გუნდის შემადგენლობაში. ამ ყველაფრის მიუხედავად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაზე ტანმორჩილმა კალათბურთელმა ყველაზე მეტი ქულების დაგროვება მოახერხა.
მასპინძელთა შორის 11 ქულით ყველაზე შედეგიანი აკაკი ფიფია გახდა. რაც შეეხება გიორგი ბითაძეს, ამჯერად მას ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა, რომლის ანგარიშზეც 9 ქულა და 15 მოხსნაა. ორივე გუნდის შემადგენლობაში ამდენი მოხსნა არავის გაუკეთებია.
ლატვია - საქართველო 66:49
(14:18, 25:11, 13:18, 14:12)
საბოლოო სატურნირო მდგომარეობა
| 1. | ბოსნია | 3 | 3 | 0 | 6 |
| 2. | ლატვია | 3 | 2 | 1 | 5 |
| 3. | საქართველო | 3 | 1 | 2 | 4 |
| 4. | თურქეთი | 3 | 0 | 3 | 3 |







