თურქულ შეკრებაზე მყოფმა საფეხბურთო კლუბმა “სამტრედიამ” ამხანაგური მატჩი აზერბაიჯანული “ზირეს” წინააღმდეგ გამართა. თამაში ქართველების გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
გია ცეცაძის ფეხბურთელთაგან პირველი გოლი დათუნაიშვილმა გაიტანა, შემდეგ თერთმეტმეტრიანით სიხარულიძემ გამოიჩინა თავი, მესამე გოლი კი მარკოზაშვილის ანგარიშზეა.
“სამტრედიას” სასტარტო შემადგენლობა:
მეშველიანი, მთივლიშვილი (იოსელიანი 46), შერგელაშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, მარკოზაშვილი, რაჟამაშვილი, ენდელაძე (ცნობილაძე 46), დათუნაიშვილი, სიხარულიძე, ზივზივაძე.
ცვლილებაზე ითამაშეს: იოსელიანი, ცნობილაძე, შილაკაძე, ახალაძე, კიკაბიძე, ჭეიშვილი, თვალავაძე.
შეგახსენებთ, “ზირე” აზერბაიჯანის პრემიერლიგაში გასული სეზონში აღზევდა.