“კლივლენდ კავალიერსის” 24 წლის ავსტრალიელმა გამთამაშებელმა მეთიუ დელავედოვამ კლუბთან კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივა, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, დელავედოვა ახალი კონტრაქტის მიხედვით 1.2 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოიმუშავებს.
ავსტრალიელი “კლივლენდის” ღირსებას 2013 წლიდან იცავს. განვლილი სეზონის პლეი-ოფში მეთიუ საშუალოდ ერთ მატჩში 7.2 ქულას და 2.7 პასს აკეთებდა.