ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა პოლონურ სობოტა-როკიეტნიცაში 75-ათასიან ტურნირში ჩაერთო, თუმცა, წარმატებას ვერ მიაღწია.
შაფათავა პირველ რაუნდში ჩეხეთის წარმომადგენელ პეტრა ჩეტკოვსკას გაეჯიბრა და სამსეტიან შეხვედრაში 4:6, 6:2, 4:6 დამარცხდა.
ისიც ვთქვათ, რომ სოფო წყვილთა შეჯიბრში მონაწილეობას არ იღებს.
თურქეთის ქალაქ სტამბოლში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირში სცდის ძალებს თამარ ჭალაგანიძე. მან “უაილდ ქარდის” მქონე თურქ მუაზეზ დემირჩის 7:6 (7:3), 4:6, 6:2 სძლია, შემდეგ კი კიდევ ერთ მასპინძელ მელის სეზერს (მე-2 განთესვა) ვერ გაუმკლავდა – 0:6, 2:6.
წყვილთა ტურნირში ჭალაგანიძემ და ბრიტანელმა მირაბელ ნჯოზემ ბოლივიელ ბირნბაუმერს და თურქ ოზს 7:5, 6:2 მოუგეს და მეოთხედფინალში ჰოლანდიელ ლუტიჰუისს და ზელანდიელ ვილიამსს (მე-4 განთესვა) გაეჯიბრებიან.