ერთკვირიანი დასვენების შემდეგ "ბორჯღალოსნები" "შევარდენს" დაუბრუნდნენ და მსოფლიო თასის წინა მზადების მეორე ეტაპს შეუდგნენ. შეკრების პირველ 9 დღეს გუნდი თბილისში ივარჯიშებს, ხოლო 5 აგვისტოს ბორჯღალოსნები პოლონეთში გაემგზავრებიან, სადაც 10 დღის განმავლობაში კრეოთერაპიის დახმარებით განაგრძობენ მომზადებას. სპეციალური კრიო კაბინები ფორმაში ჩადგომის მაქსიმალურად სწრაფ ეფექტს იძლევა.
გთავაზობთ მსოფლიო თასის წინა მზადების დღიურის მორიგ, მე-5 ეპიზოდს
- ვასილ კაკოვინი და ვიტო კოლელიშვილი მზადების, მოშუშებული ტრავმებისა და მსოფლიოს გეგმების შესახებ
- დიდიე ბესი ქართული შერკინების შესახებ
rugby.ge