ბრემენის "ვერდერის" 23 წლამდე გუნდში ახლახან ჩარიცხულ ქართველ ნახევარმცველ გიორგი პაპუნაშვილს დებიუტი ჰქონდა. "ვერდერმა" ამხანაგურ მატჩში "ვილჰელმშავენი" 7:0 გაანადგურა, ხოლო 19 წლის ქართველი მოედანზე 60-ე წუთზე შტერნბერგის ნაცვლად გამოჩნდა. იმ დროისათვის ანგარიში "მუსიკოსთა" სასარგებლოდ მხოლოდ 2:0 იყო, დარჩენილ დროში კი მეტოქეს 5 გოლი გაუტანეს.
გატანილ გოლებში პაპუნაშვილს განსაკუთრებული როლი არ უთამაშია. თუმცა ეს გასაკვირი არცაა, რადგან გუნდს ორი დღის წინ შეუერთდა.