ფეხბურთი

18:40 | 28.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ჩელსიმ" ფილიპე ლუისი გაასხვისა

ლონდონის "ჩელსის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ფილიპე ლუისი მადრიდის "ატლეტიკოში" დაბრუნდა. ამის შესახებ ორივე გუნდის ვებგვერდი იუწყება. აღნიშნულის შესახებ აქამდეც გაიჟღერა, თუმცა ტრანსფერი ახლა გაოფიცალურდა.

ერთი წლის სამხრეთამერიკელი "არისტოკრატებს" სწორედ "როხიბლანკოდან" შეუერთდა, მაგრამ ლონდონელთა რიგებში ვერ დამკვიდრდა. ფილიპე ლუისმა "ჩელსის" რიგებში გასულ სეზონში 26 მატჩი ითამაშა და ერთადერთი გოლი გაიტანა.

0.120984