ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ბიელას ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 42 500 ევრო) უმთავრესი ფავორიტი გახლდათ, ტურნირს საწყის რაუნდშივე გამოეთიშა.
ბასილაშვილი მსოფლიოს 853-ე ჩოგან პედრო სოუსას (პორტუგალია) დაუპირისპირდა და სამ სეტში 3:6, 6:4, 6:7 (4:7) წააგო.
შეგახსენებთ, რომ ბოლოდროინელი წარმატებული ასპარეზობის შედეგად, ნიკოლოზს ატპ-ს რეიტინგში 90-ე ადგილი უკავია.