რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფიფას შვეიცარიელი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი შეაქო. პუტინის თქმით, ბლატერი ნობელის პრემიას იმსახურებს. ამის შესახებ მან შვეიცარიულ RTS-ს განუცხადა.
"ისეთი ადამიანები, როგორიც ბლატერია, ადამიანები, რომლებიც ლიდერის თვისებებითა და შესანიშნავი სპორტული ორგანიზებით გამოირჩევიან, სპეციალურ პრიზს იმსახურებენ. მაგალითად ნობელის პრემიას - ასეთ აღიარებას სინამდვილეში სწორედ ასეთი ადამიანები იმსახურებენ", - თქვა პუტინმა.