შვეიცარიის ქალაქ ბილში მიმდინარე საჭადრაკო ფესტივალზე მე-7 ტურის პარტიები გათამაშდა. გამორჩეულ ინტერესს იწვევდა შეხვედრები სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი ვოიტაშეკის, ვაშიე-ლაგრავისა და ნავარას მონაწილეობით, რომლებსაც 3.5-3.5 ქულა ჰქონდათ. მათგან ნავარა ელიანოვს ხვდებოდა, ხოლო ვოიტაშეკი და ვაშიე-ლაგრავი ერთმანეთს ეთამაშებოდნენ. ნავარა ელიანოვთან ყაიმს დასჯერდა, ხოლო ვოიტაშეკმა შეძლო ვაშიე-ლაგრავის დამარცხება და ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
მეშვიდე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები
დავიდ ნავარა (ჩეხეთი) – პაველ ელიანოვი (უკრაინა) 0.5-0.5
მიხაილ ადამსი (ინგლისი) – რიჩარდ რაპორტი (უნგრეთი) 1-0
რადოსლავ ვოიტაშეკი (პოლონეთი) – მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) 1-0
სატურნირო მდგომარეობა 7 ტურის შემდეგ
I ვოიტაშეკი 4.5 ქულა
II-III ნავარა, ადამსი 4-4
IV ვაშიე ლაგრავი 3.5
V ელიანოვი 3
VI რაპორტი 2
მერვე ტურის შეხვედრათა განრიგი
ელიანოვი – ვოიტაშეკი
ვაშიე-ლაგრავი – ადამსი
რაპორტი – ნავარა