ფეხბურთი

21:52 | 27.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” ლაკაზეტში 30.5 მილიონს იხდის

“ლიონის” 24 წლის ფრანგი შემტევის ალექსანდრ ლაკაზეტის გადაბირება “ლივერპულს” სურს. მერსისაიდული კლუბი მზადაა შემტევში 30.5 მილიონი დოლარი გადაიხადოს. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, ლივერპულელები უახლოეს მომავალში “ლიონთან” მოლაპარაკებას დაიწყებენ.

ლაკაზეტის გადაბირება ასევე “იუვენტუსს” და პსჟ-ს სურს.

განვლილ სეზონში შემტევმა საფრანგეთის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 27 გოლი გაიტანა და 8 პასი გააკეთა.

0.130308