ფეხბურთი

17:09 | 27.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეტოქეების წარდგენა: მოლდოვა - ძველი ნაცნობი

საქართველოს ნაკრების ჯგუფში მეტოქეები წარდგენას მოლდოვის ნაკრებით დაავსრულებთ.

საწყისი

მოლდოვამ პირველი შეხვედრა ბედის ირონიით, სწორედ საქართველოს წინააღმდეგ ჩაატარა. 1991 წელს, კიშინიოვში ჩვენი ქვეყნის მთავარმა გუნდმა 4:2 გაიმარჯვა. ერთი წლის შემდგომ კი მოლდოველებმა პაკისტანს 5:0 მოუგეს, ეს კი დღემდე სარეკორდო გამარჯვებაა. 2001 წელს კი გიოტებორგში შვედეთთან 0:6 დამარცხდნენ. ამაზე დიდი ანგარიშით მათ არ წაუგიათ.

ფინალური ეტაპი

მოლდოვის ნაკრები საქართველს ნაკრების დარად, ჩვენს ჯგუფში ერთადერთია, რომელსაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე არ უთამაშია.

ახლა

მოლდოვა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს წარუმატებლად ატარებს. თავიანთ ჯგუფში ისინი 2 ქულით ბოლო, მე-6 საფეხურზე მყარად არიან დამკვიდრებულნი.

გუნდი

მოლდოვის ძირითადი ბირთვი სამშობლოში თამაშობს. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ მათ ნაკრებს განსაკუთრებულად ცნობილი ფეხბურთელები არ ჰყავს. დღევანდელი ნაკრებიდან ყველაზე მეტი გოლი მცველ (!) ალექსანდრ ეპურანუს აქვს გატანილი - 8. ეს ფეხბურთელი გუნდი კაპიტანია და თურქულ "ბასაქშექირში" თამაშობს.

ჩვენთან

მოლდოვის ნაკრებსა და საქართველოს აქამდე ერთმანეთში ათჯერ უთამაშიათ. ბალანსი თანაბარია: 4-4 მოგება, 2 ფრე.

მოლდოვა - საქართველო 2:4 (ამხანაგური მატჩი)

2 ივლისი, 1991 წელი, კიშინიოვი

გოლები: ქეცბაია (5), გიორგი დარასელია (12), სპირიდონი (27), ხარია (49), ჯიშკარიანი (80), ყაველაშვილი (88)

საქართველო - მოლდოვა 0:1 (ევრო 1996-ის შესარჩევი)

7 სექტემბერი, 1994, თბილისი, ეროვნული სტადიონი

გოლი: ოპრეა (40)

მოლდოვა - საქართველო 3:2 (ევრო 1996-ის შესარჩევი)

15 ნოემბერი, 1995, კიშინიოვი

გოლები: ტეშტიმიტანუ (5 პენ), მიტერევი (17, 68), ჯანაშია (66), კულიბაბა (77 ა.გ)

საქართველო - მოლდოვა 2:0 (1998 წლის მუნდიალის შესარჩევი)

7 ივნისი, 1997, ბათუმი

გოლები: შოთა არველაძე (27), ქინქლაძე (51)

მოლდოვა - საქართველო 0:1 (1998 წლის მუნდიალის შესარჩევი)

24 სექტემბერი, კიშინიოვი

გოლი: ქეცბაია (10)

საქართველო - მოლდოვა 2:2 (ამხანაგური)

12 თებერვალი, 2003, თბილისი

გოლები: ჩალაძე (61), დადუ (75, 84 პენ), აშვეთია (83)

მოლდოვა - საქართველო 1:0 (ამხანაგური)

18 აგვისტო, 2004, ტრასპოლი

გოლი: მეტერევი (68)

საქართველო - მოლდოვა 1:2 (ამხანაგური)

6 ივნისი, 2009, თბილისი

გოლები: სოფრონი (7), გოლოვატენკო (57), ხიზანიშვილი (86)

მოლდოვა - საქართველო 0:0 (ამხანაგური)

11 აგვისტო, 2010, კიშინიოვი

საქართველო - მოლდოვა 2:0 (ამხანაგური)

11 ნოემბერი, 2011, თბილისი, "მიხეილ მესხი"

გოლები: კობახიძე (36), ანანიძე (39 პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109963