არგენტინელი ნახევარმცველი ანხელ დი მარია კარიერას ფრანგულ "პარი სენ ჟერმენში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინგლისური მედია აქტიურად წერს. ალბიონელი ჟურნალისტების ნარკვევით, სამხრეთამერიკელი "იუნაიტედის" ამერიკულ შეკრებაზე არ შეუერთდება და იგი პირდაპირ პსჟ-ს ფეხბურთელი გახდება. გუნდები უკვე შეთანხმდნენ სატრანსფერო თანხაზე, რომელიც 63 მილიონ ევროს შეადგენს.
27 წლის სამხრეთ ამერიკელის დებიუტს ახალ გუნდში ხუთშაბთს ელიან, როცა პარიზელები ამხანაგურად სწორედ "იუნაიტედს" გაეჯიბრებიან.
ანხელ დი მარია "მანჩესტერში" ერთი წლის წინ მადრიდის "რეალიდან" 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.