ფეხბურთი

11:45 | 27.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

იოვეტიჩი მილანში ჩავიდა

ჩერნოგორიის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი სტევან იოვეტიჩი კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს. ამის შესახებ იტალიური გრანდი იუწყება. იოვეტიჩი უკვე მილანშია და სამედიცინო შემოწმების შემდგომ კონტრაქტსაც გააფორმებს. შემტევი ახალ გუნდში ხელფასის სახით 3.2 მილიონ ევროს მიიღებს.

25 წლის შემტევი "სან სიროზე" მომდევნო სეზონს იჯარის წესით გაატარებს, ხოლო სურვილის შემთხვევაში "ნერაძურის" მისი გამოსყიდვა 12 მილიონ ევროდ შეეძლება.

სტევან იოვეტიჩი "სიტიში" 2013 წლიდან მოყოლებული თამაშობდა, მაგრამ "ქალაქელთა" რიგებში ვერ დამკვიდრდა. მანამდე კი სახელი ფლორენციის "ფიორენტინაში" თამაშით გაითქვა.

0.114985