თურქეთის საკალათბურთო ნაკრები მოახლებული ევროპის ჩემპიონატის წინ ერთ-ერთი წამყვანი წევრის გარეშე დარჩა. ზურგთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს ომერ აშიკი.
29 წლის ცენტრმა კონსულტაციები “ნიუ ორლეან პელიკანსის” ექიმებთან გაიარა, რომელთაც მას სანაკრებო ბატალიების გამოტოვება ურჩიეს.
შეგახსენებთ, რომ მუხლის ტრავმის გამო ევრობასკეტ-2015-ზე ვერც “ოკლაჰომა სიტი სანდერის” წევრი ენეს კანტერი ითამაშებს, ამდენად, თურქების დამრიგებელს ერგინ ატამანს ცენტრის პოზიციაზე საქმე დალხენილად ნამდვილად არ ექნება.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ნაკრები ევროპირველობაზე ურთულეს B ჯგუფში მოხვდა და მასპინძელი გერმანიის გარდა, ესპანეთს, სერბეთს, იტალიას და ისლანდიას ეთამაშება.