საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა ავსტრიულ ობერვარტში, სადაც ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონის მატჩები მიმდინარეობს. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელსაც წინა ტურში აუტსაიდერი სლოვაკეთის დამარცხება გაუჭირდა, დღეს დამაჯერებლად სძლია ერთ-ერთ ფავორიტ რუმინეთს.
რუმინელებმა წინა ტურში თითქმის მოგებული მატჩი, დამატებით დროში 73:75 დათმეს პორტუგალიასთან და საქართველოსთან დღევანდელ მატჩში გამარჯვების რეალური ამბიციით წარსდგნენ. ქართველების გამართული და გუნდური თამაშის წყალობით რუმინელებმა ისე დათმეს შეხვედრა, წარმატების არანაირი შანსი არ ჰქონიათ.
საქართველომ პირველივე წუთებიდან მოიპოვა ლიდერობა და მთელი თამაშის მანძილზე ისე ეჭირა თამაში, მეტოქე 6 ქულაზე ახლოს არ გაუკარებია. ესეც პირველ მეოთხედში, თორემ მეორედან რომ მიჰყვნენ, ქართველები უპირატესობას განუხრელად ზრდიდნენ და საბოლოოდ 16 ქულით – 80:66 იმარჯვეს.
ქართველებმა გუნდურად ითამაშეს, რაც ყველა კომპონენტზე აისახა. რაც მთავარია, ქართველები შესანიშნავი სიზუსტით ესვრიან – განსაკუთრებით საჯარიმოებს. ამჯერად კაზანჯიანის ბიჭებმა 10-დან 8 ტყორცნა ჩააგდეს, როცა რუმინელებმა 36 (!) ცდიდან მხოლოდ 20 გაარტყეს მიზანში. ქართველებმა 25-დან 8 სამქულიანი ჩააგდეს, სლოვაკებმა კი 14-დან მხოლოდ – 2.
ქულებს რაც შეეხება, 16 ქულით ბომბარდირი გიორგი ცირიკიძე გახდა, ხოლო მის კვალზე კიდევ 3 ქართველი ასცდა 10-ქულიან ზღვარს: 12 ქულა მოაგროვა დავით აფხაზავამ, ხოლო 11-11 ვილი ისიანმა და ლუკა ბულაშვილმა. რუმინელთა ბომბარდირ ნანდორ კუტისაც 16 ქულა დაუგროვდა.
საქართველოს ნაკრებს 3 მოგება და 1 მარცხი აქვს. ასეთივე შეფარდება აქვს პორტუგალიასაც, რომელმაც აუტსაიდერ შოტლანდიას მხოლოდ 67:58 სძლია. სწორედ საქართველოს და პორტუგალია ხვდებიან ბოლო ტურში და ეს ჯახი გადაწყვეტს, თუ ვინ გავა ჯგუფუდან პირველადგილოსან შვედეთთან ერთად. პორტუგალიასთან გადამწყვეტი შეხვედრა ხვალ, 27 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ევროპის U18 ჩემპიონატი. ობერვარტი. ავსტრია. 26 ივლისი
საქართველო 80:66 რუმინეთი (26:17, 23:18, 17:17, 14:14)
სრული სტატისტიკა: 80:66
www.gbf.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პორტუგალიასაც მოვუგეთ, ბრავო ბიჭებს!
ვითას მიზნების და ამათი თამაშის მერე ცოტა იმედი მომეცა რომ ახლო მომავალშიც გვეყოლება 3-4 მარალი დონის კალათბურთელი. თუმცა შვედეთთან 32 ქულით განადგურება მაინც საშინელებაა. მეტი მუშაობაა საჭირო, ფედერაციამ უნდა გაიღვიძოს და გატოკდეს!
ადმინ 80:66 სხვაობა 16 ქულიანია ?!
ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებები ბიჭებს !!!
კარგია, იქნებ U20 ის ფიასკოს მერე გამოგვიკეთონ ხასიათი
მაგრები ხართ ლომებო !
წარმატებები
კარგია, იმედია პორტუგალიასაც რუმინეთის გზას გაუყენებენ.
ერთი მოგება და ძალიან დიდი შანსი სამეულში სესვლის მთავარია ხვალმდე ძალები აღიდგინონ და არ ინერვიულონ იმიტორო ფინალივით თამაშია.