სხვა

14:02 | 26.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

სალუქვაძის ოლიმპიური ლიცენზია

ნინო სალუქვაძემ სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 25 მეტრზე სპორტული პისტოლეტით სროლაში „რიო 2016"-ის ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა. ოფიციალურად ეს გახლავთ პირველი ლიცენზია, რომელიც ქართველმა სპორტსმენებმა მიიღეს.

„დღეს ლიცენზიის მიღება გართულებულია, - გვითხრა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, - ევროპის პირველობაზე სულ ორი ლიცენზია გათამაშდა. მართალია, ადრე სამი გაიცემოდა, მაგრამ ამჯერად ერთი ბაქოში, პირველ ევროპულ თამაშებზე გაათამაშეს. ჩვენს სახეობაში, ჯერჯერობით, ლიცენზიების გარეშე რჩებიან უძლიერესი სპორტსმენები. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ევროპელი მსროლელები სხვა კონტინეტების მსროლელებთან თანაბარ პირობებში არიან. ევროპელებზე გაცილებით სუსტი სპორტსმენები ოკეანიიდან და აფრიკიდან, მნიშვნელოვნად ცუდი შედეგებით იღებენ ლიცენზიებს. რასაკვირველია, კარგი იქნებოდა ევროპის ჩემპიონატის მედალიც მომეგო, მაგრამ მიღწეულით მაინც კმაყოფილი ვარ.

თავიდან, კარგად გამოვედი, ბევრი ქულაც მოვაგროვე, მაგრამ ფინალურ ეტაპებზე ეს ქულები ნულდება. საბოლოოდ შემორჩენილი რვა მონაწილიდან ოთხს უკვე ჰქონდა ლიცენზია, ოთხს კი არა. ამ ოთხიდან ორი ნახევარფინალში გამოეთიშა შეჯიბრებას და შესაბამისად, რიოს საგზურები ფინალური ეტაპის მონაწილეებს გვერგო”.

www.geonoc.org.ge

0.119078