საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ბეწვის ხიდზე გაიარა. ავსტრიის ქალაქ ობერვარტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში ქართელებმა თითო მოგებ-წაგების შემდეგ ჯგუფის მესამე მატჩი გამართეს და სლოვაკეთთან ბოლოსწინა წამზე ჩაგდებული ბურთის წყალობით – 70:69 იმარჯვეს.
სლოვაკეთმა ტურნირის პირველი მატჩი პორტუგალიასთან 65:80 წააგო, მომდევნო შეხვედრა კი რუმინეთთან 66:73 დათმო. სლოვაკებმა არაფერი დაუთმეს საქართველოს ნაკრებს და პირველივე წამებზე რომ მოიპოვეს ლიდერობა, მთელი თამაშის განმავლობაში იგებდნენ. მატჩის მესამე მეოთხედის მე-8 წუთზე სლოვაკები 11 ქულითაც დაწინაურდნენ - 50:39.
ქართველები სლოვაკებს კუდში მისდევდნენ და მატჩის ბოლოსწინა წუთზე დავით ლომიძის სამქულიანით ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს - 65:65. სლავმა მატეი დრგონმა ორქულიანით თავისიანები კვლავ დააწინაურა, რასაც იმავე ლომიძის ზუსტი სამიანი მოჰყვა და პირველად, მატჩში ქართველები წინ გავიდნენ - 68:67 საფინალო სირენამდე 70 წამით ადრე.
სლოვაკებმა კვლავ იხეირეს - მარიო იჰრინმა ზუსტი ტყორცნით თავისიანები 69:68 დააწინაურა. ქართველებს მატჩის გადასარჩენად წუთზე ნაკლები რჩებოდათ. დარჩენილ დროში ბევრი რამ მოხდა. გუნდებმა დაკარგული ბურთები გაცვალეს, დავით ლომიძემ 2 სამქულიანი ააცილა, რომელთაგან მეორე საფინალო სირენამდე 6 წამით გააცუდა, თუმცა ქართველები ლადო ფურცხვანიძემ გადაარჩინა. მან მეტოქის ფარქვეშ ბურთი მოხსნა და გამარჯვების ბურთი ჩააგდო.
ფურცხვანიძემ საბოლოოდ 21 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა, რითაც გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო რაც შეეხება ლომიძეს, ის 23 ქულით ბომბარდირი გახდა. სხვა ვერც ერთმა ქართველმა 10-ქულიან ბარიერს ვერ მიაღწია. 9-9 ქულით დაასრულეს შეხვედრა ვილი ისიანმა (პლიუს 9 მოხსნა) და ლუკა ბულაშვილმა. საქართველოს გამარჯვება დიდად განაპირობა მეტოქეზე უკეთესად შესრულებულმა საჯარიმოებმა. ქართველებმა 18-დან 14 სროლა სროლა ჩააგდეს, ხოლო სლოვაკებმა - 18-დან 11.
ჩვენს ჯგუფში შვედეთმა აშკარა აუტსაიდერი შოტლანდია გაანადგურა, ხოლო პორტუგალიამ რუმინეთს ოვერტაიმში სძლია. საქართველოს ნაკრები 26 ივლისს რუმინეთს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, ჯგუფიდან გასასვლელად 1 მეტოქის - პორტუგალიის დამარცხებაღა დასჭირდება.
ევროპის U18 ჩემპიონატი. ობერვარტი. ავსტრია. 25 ივლისი
სლოვაკეთი 69:70 საქართველო (18:12, 16:17, 16:17, 19:24)
სრული სტატისტიკა: 69:70
www.gbf.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იტალიას ფამოუღებელი შესცოცრა უელსმა
დიდი მადლობა ბიჭებს, დიდი მადლობა მელიტონ ძიას, ძალიან ძალიან თამაში იყო! ცალკე მადლობა ლაშა ლომიძეს, მგონი შარშანწინ გამოჩნდა და დიდი და ბევრი ვერაფერი გამოსდიოდა, დღეს კი ვხედავთ რეებს აკეთებს, აი ესე უნდა მომატება ძალაში და კლასში.
იტალიას თუ შეგვახვედრეს, ნახეთ მაგათი ბუქსირით ქაჩვა
)) უეჭველი ისევ იმ დეგენერატ მსაჯს დანიშნავენ ნამიბიასთან რომ იყო სახელიც არ მახსოვს
)) მაგრამ მემგონი ჯერ იტალიას მაგრად მოუჭერენ რომ არ გვანახონ, ან კალენდარს "გაგვიჩალიჩებენ" ცუდს, არ ვიცი მოკლედ მგონია რომ კარგა ხანს დაგვიმალავენ ან თავს მოიკლავენ რომ არ მოვიგოთ, მოკლედ მაგრად მინდა, იტალიას შეგვახვედრონ
) რომ კაკალი ვამტვერევინოთ თავად მოგეხსენებათ რითიც
) ხოოდა კიდევ მე მიმაჩნია რომ ექვს ერზე არანაირი პლეიოფის სისტემა არ უნდა დანერგონ იმიტომ რომ რუმინეთზე როგორც მინიმუმ ერთი თავით მაღლა მაინც ვდგავართ, ფაქტია. უნდა დაგვამატონ მეშვიდედ. რავიცი მემგონი ასე უფრო სამართლიანი იქნებოდა რომ მოგვეთხვა
))
უელსი აბახებს სირიკო იტალიას
იმედია 100 ქულამდე ავლენ უელსელები
ხნავენ იტალიას 29-0 I ტაიმში
27-0
გერმანია ესპანეთ 17-17
დღეს რუმინეთის მაგივრად იტალია რომ ყოფილიყო, ეჭვიც არ მეპარება რომ ამ თამაშით მოვუგებდით!!!
იმედია შეგვახვედრებენ და იტალიიის სირ კაპიტანს თავბედს ვაწყევლინებთ უაზრო განცხადებებისთვის...
დარწმუნებული ვარ ყველაფერს გააკეთებენ იტალიელები რომ არ შეგვხვდნენ, მითუმეტეს თბილისში
კი მაქსიმალურად აგვარიდებენ თავს და არც დაუშვებენ მაგას დარწმუნებული ვარ... აი რო შეგვხვდენ და ჩავუდოთ მერე თავს ვეღარ გაიმართლებენ ვერაფრით... არადა მეტი რაღა უნდა ვქნათ რომ უფრო მაღალ დონეზე გვათამაშონ??
გორგოძე რატო აღარაა კაპიტანი?
ამ ტურნირზე შალვა სუთიაშვილი იყო კაპიტანი და ამიტომ ბოლომდე შალვამ უკაპიტნა გუნდს
ყოჩაღ ბიჭებს ძალიან მაგარი თამაში იყო... ჰეიგი ძაან მაგარი მწვრთნელია მის ხელში ძალიან დიდი პროგრესი აქვს ნაკრებს,ახალგაზრდებმაც და დიდებმაც ძალიან დაჩაგრეს რუმინეთი... იტალიასთან ამხანაგური მაინც დაგვინიშნონ და ყველა დაინახავს რა შეგვიძლია და ვართ თუ არა 6 ერისთვის მზად...
რამდენიხანია ვამბობდი რო იტალიას ვჯობივართ
არ ვიცი მუ ვჯობივართ თუ არა მაგრამ ხომ უნდა შეგვახვედრონ ამხანაგურის დონეზე მაინც? მაგრად გამიტყდა მსოფლიოზე რომ არ გადაგვეყარნენ... თუ არ შევყავართ ამ 6 ერში რამე სხვა ჩემპიონატში მაინც გადაგვიყვანონ შეხედე უკვე სიძლიერით მეორე გუნდს რას ვუშვრებით... უფრო ძლიერ გუნდებთან თამაში გვჭირდება რეგულარულად...
გინდ აზიურ გუნდების ჩემპიონტში რო ვითამაშოთ კაია
შეიძლება ცოტა ზედმეტი ემოციების ქვეშ ვარ, მაგრამ მგონია ასეთი მაღალი დონის რაგბი ჩვენ არასოდეს გვითამაშია!!!! გილოცავთ ყველას!!!! საოცრად მაგარი თამაში ვაჩვენეთ, ასეთი სისწრაფეები, ასეთი ხელდახელ სწორი თამაში ასეთ სისწრაფეზე მე ვერ ვიხსენებ!თან ატმოსფერო, ამდენი ხალხი..... არ შემიძლია არ ავღნიშნო რომ ლობჟანიძე ნამდვილად მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავია და მაგრა გამახარა ფრუიძემ!!! ძალიან მაგარი თამაში ჩაატარა! ყოჩაღ ყველას!!!!
წვრთნელი ძაან მაგარი გვყავს პროსტა გუნდი პროგრესირებს კი არ იგებს მარტო არამედ იგებს და პროგრესირებს
38-9) გილოცავთ
გადაუარეს რუმინეთს
გენაცვალეთ სულ გვახარებენ როგორც ჩვენი ფეხბურთელები
ესეც მეხუთე!
ყოჩაღ ბორჯღალოსნებს 31-9.
61 წუთი.
ბრავო ბოლჯღალოსნები!
ჟვანია რატომ არაა?
გერმანია - ესპანეთი 6-6 იყო 1წუთის წინ... პორტები ხომ არ გავარდებიან ნეტავ?
კარგი ლელოები დავდეთ მაგრამ ასე წამდაუწუმ აბრაგანების აწევაც არ შეიძლება თანაც მოუმზადებლად როცა გარემარბებს სიჩქარე არ აქვთ აკრეფილი და ბურთს ვჩუქნით მეტოქეს !
ცოტა ბევრს ხო არ აცელს კვირი?
ხმალაძე პროფესორ.
ყოჩაღ, არის ლელო!
აბა მიდი!