როგორც Radio Monte Carlo იუწყება ლონდონის “არსენალის” ყოფილი ფეხბურთელი აბუ დიაბი სავარაუდოდ “მარსელში” ითამაშებს. ფეხბურთელსა და ფრანგულ კლუბს შორის შეთანხმება მიღწეულია და მხოლოდ ფორმალური მხარეა მოსაგვარებელი.
დიაბის პროფესიული კარიერა 2004 წელს “ოსერში” დაიწყო, 2006 წელს “არსენალის” ფეხბურთელი გახდა, თუმცა ბოლო წლებში ქრონიკული ტრავმის გამო ლონდონელებს ვერ ეხმარებოდა, რის გამოც ვენგერის გუნდი გასული სეზონის შემდეგ დატოვა.
დიაბის საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 16 მატჩი ჩაუტარებია.