აფრიკის ზონაში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა შედგა, რომელშიც საწყისი ორი რაუნდის წყვილები გახდა ცნობილი.
პირველ რაუნდში 13 წყვილი ითამაშებს, რომელშიც გამარჯვებულნი შემდეგ ეტაპზე უფრო ძლიერ მეტოქეს დაუპირისპირდებიან. გარდა ამისა, მეორე რაუნდს კიდევ შვიდი წყვილი შეემატება და საბოლოოდ უძლიერესი 20 ნაკრები 5 ჯგუფში გადანაწილდება. შესარჩევის დასკვნითი ეტაპიდან 2018 წლის მუნდიალზე თითოეული ჯგუფის გამარჯვებული გავა.
პირველი რაუნდი:
სომალი – ნიგერი
გამბია – ნამიბია
ჩადი – სიერა ლეონე
ჯიბუტი – სვაზილენდი
სეიშელი – ბურუნდი
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა – მადაგასკარი
ტანზანია – მალავი
სამხრეთ სუდანი – მავრიტანია
სან-ტომე და პრინსიპი – ეთიოპია
კომოროსი – ლესოტო
ერითრეა – ბოსტვანა
ლიბერია – გვინეა-ბისაუ
მავრიკი – კენია
მატჩები 2015 წლის 5-13 ოქტომბერს შედგება
მეორე რაუნდი:
სომალი/ნიგერი - კამერუნი
გამბია/ნამიბია - გვინეა
ჩადი/სიერა ლეონე - ეგვიპტე
ჯიბუტი/სვაზილენდი - ნიგერია
სეიშელი/ბურუნდი – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა/მადაგასკარი - სენეგალი
ტანზანია/მალავი - ალჟირი
სამხრეთ სუდანი/მავრიტანია - ტუნისი
სან-ტომე და პრინსიპი/ეთიოპია – კონგო
კომოროსი/ლესოტო – განა
ერითრეა/ბოსტვანა – მალი
ლიბერია/გვინეა-ბისაუ – კოტ დ’ივუარი
მავრიკი/კენია – კაპო ვერდეს კუნძულები
სუდანი – ზამბია
მოროკო – ეკვატორული გვინეა
ბენინი – ბურკინა ფასო
ანგოლა – სამხრეთ აფრიკა
ლიბია – რუანდა
მოზამბიკი – გაბონი
ტოგო – უგანდა
შეხვედრები 9-17 ნოემბერს გაიმართება
მესამე ეტაპის ანუ ჯგუფური ეტაპის მატჩები 2016 წლის 3 ოქტომბერს აიღებს სტარტს და 2017 წლის 14 ნოემბერს დასრულდება.