ფეხბურთი

17:43 | 25.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბერარდი: "რობენის სათამაშო სტილი მაქვს"

20 წლის იტალიელი თავდამსხმელი დომენიკო ბერარდი იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე იმედის მომცემ მოთამაშედ მიიჩნევა. "სასუოლოს" ნიჭიერ შემტევს სერია A-ში ჩატარებულ 61 მატჩში 31 გოლი აქვს გატანილი. მისი სატრანსფერო უფლებების ნახევარი ტურინის "იუვენტუსს" ეკუთვნის და უკვე საუბრობენ ერთი წლის შემდგომ მისი ტურინში გადაბარგების შესახებ.

ბერარდის გამოცემა "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტი ესაუბრა და მცირე ინტერვიუ ჩამოართვა.

საუბარი დავიწყოთ იმით, თუ როგორ მოხვდით "სასუოლოში"?

- 2009 წლის სექტემბერი იყო. მოდენაში მინი ფეხბურთს ვთამაშობდი ჩემს ძმასთან და მეგობრებთან ერთად. ტურნირს "სასუოლოს" წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კერძოდ, ლუჩანო კარლინო ახალგაზრდული გუნდის ვიცე-მწვრთნელი. სამი დღის შემდგომ დამიკავრშირდნენ.

- ბერარდი რომელ ვარსკვლავს გმოყოფს?

- ლიონელ მესის ტექნიკითა და კლასით, იბრაჰიმოვიჩს პოტენციალით, მაგრამ მე პირადად უფრო სტილით არიენ რობენს ვგავარ.

- "იუვენტუსი" დიდი ხანია გაკვირდებათ და ეს ისტორია ახლაც გრძელდება...

- სასიამოვნოა, როცა ასეთი გუნდის ინტერესის ქვეშ იმყოფები. 2006 წელს, როდესაც 12 წლის ვიყავი, ტურინელები ერთ-ერთ ახალგაზრდულ ტურნირს ესწრებოდნენ. მათ ჩემი ტურინში წაყვანა უნდოდათ, თუმცა შემოთავაზებაზე უარი ვთქვი, რადგან არ მინდოდა ჩემი ოჯახისა და მშობლიური მიწის დატოვება.

- მომავალში ნაკრებში თამაშიც გენდომებათ...

- დიახ, იმედი მაქვს. მინდა, ერთი წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშო.

- ვისი გულშემატკივარია მოედანს მიღმა ბერარდი?

- ბავშვობიდან "ინტერს" ვგულშემატკივრობდი, ახლა კი მხოლოდ ფერარისა და ვალენტინო როსის.

0.116166