ფეხბურთი

16:32 | 25.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალაშვილი “პაფოსს” შეუერთდა

ელგუჯა გრიგალაშვილი კარიერას კვიპროსის საფეხბურთო პირველი დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) კლუბ “პაფოსში” გააგრძელებს.

“პაფოსის” მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ გრიგალაშვილი ქალაქ პაფოსში 23 ივლისს ჩავიდა, მეორე დღეს სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.

გასულ სეზონში, გრიგალაშვილი “ოთელოსში” გამოდიოდა, რომემაც პირველი დივიზიონი დატოვა. მან 26 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

25 წლის ქართველ ნახევარმცველს “პაფოსში” სამი ქართველი ლეგიონერი, მეკარე როინ კვასხვაძე, მცველი გია გრიგალავა და ნახევარმცველი ლევან ხმალაძე დახვდნენ.

0.122932