ფეხბურთი

15:00 | 25.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფოთელებმა ახალწვეულები წარადგინეს

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის სტარტამდე, ფოთის “კოლხეთმა” საშინაო არენა “ფაზისის” საპრესკონფერენციო დარბაზში ახალწვეულები წარადგინა.

მომავალ სეზონში “კოლხეთში” 7-ნომრიანი მაისურით ამბერკი ინჯიბაშვილი ითამაშებს, 10-ნომრიანით – უკრაინელი ნიკიტა პოლულიახი, 15-ნომრიანით – მამუკა ღონღაძე, 17-ნომრიანით ლევან კუხალეიშვილი, 27-ნომრიანით – თენგიზ გოროზია, 22-ნომრიანით – ცოტნე ქებურია, 9-ნომრიანით გოჩა კვარაცხელია, 14-ნომრიანით – იონა კალაჯიშვილი, 4-ნომრიანით – მურად აფხაზავა.

საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის “გურიას” ყოფილი კაპიტანი ალექსანდრე კოშკაძე კარიერას ფოთის “კოლხეთში” გააგრძელებს. ის გუნდთან ერთად შეკრებაზე თურქულ ქალაქ ერზრუმში გაემგზავრა.

მეკარე კოკა სეფიაშვილი, რომელსაც ავადმყოფობის გამო რამდენიმე კვირა გაუცდა, გამოჯანმრთელდა და ფოთელებთან ერთად შეკრებაზე წავიდა.

გამგზავრებამდე სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში “კოლხეთმა” ახალწვეულები წარადგინა. ერზრუმში “კოლხეთი” 4 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

25 ივლისს, ფოთელები შეკრებაზე პირველი შეხვედრას ჩაატარებენ აზერბაიჯანის პრემიერლიგაში დაბრუნებულ განჯის “ქიაფაზთან”, მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

0.114747