“ჰოფენჰაიმის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდს 2015/16 წლების სეზონში კევინ კურანი დაეხმარება. 5-წლიანი შესვენების შემდეგ ბრაზილიური ფესვების მქონე თავდამსხმელი კვლავ ბუნდესლიგაში ითამაშებს.
2010 წელს კურანი “შალკედან” მოსკოვის “დინამოში” გადაბარგდა და რუსული გუნდის მაისურით ჩატარებულ 151 შეხვედრაში 56 გოლი გაიტანა. “ხუმარებისა” და “შტუტგარტის” რიგებში ფეხბურთელმა 342 მატჩი გამართა და მეტოქე 144-ჯერ დაამწუხრა.
გერმანიის ეროვნულ ნაკრებში კევინს 52 მატჩი აქვს ჩატარებული და გულშემატკივრები 19-ჯერ გაახარა.