ფეხბურთი

12:42 | 25.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაურ სვანაძე: “ჩვენი ბიჭები გმირები არიან”

ბაქოს “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა ზაურ სვანაძემ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ისლანდისი “ჰაფნარფიორდურის” გამოთიშვის შემდეგ, განაცხადა, რომ ასეთ რთულ საპასუხო მატჩს არ ელოდა.

“ძალიან რთული მატჩი გამოვიდა. რა თქმა უნდა, სირთულეს ველოდით მაგრამ არა ასეთს. მეორე ტაიმში გუნდის თამაშით უკმაყოფილო ვარ. მეტოქეს ორი გოლი ვაჩუქეთ და ავნერვიულდით. ჩვენთვის და მაყურებლებისთვის ძალიან ნერვიული თამაში აღმოჩნდა” – იუწყება სვანაძის სიტყვებს ინტერნეტპორტალი azerisport.com-ი.

ბაქოელთა თავკაცის აზრით, გუნდმა უნდა მოუმატოს, თორემ მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ბილბაოს “ატლეტიკთან” ძალიან გაუჭირდებათ:

“უნდა მოვუმატოთ. “ატლეტიკთან” ძალიან რთული შეხვედრა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში მსურს ბიჭებს მადლობა ვუთხრა. ისინი გმირები არიან. თავად იცით კლუბის ამჟამად როგორ მდგომარეობაშია. ჩვენ გვიან შევიკრიბეთ და მზადება დავიწყეთ. ამიტომ, მესამე რაუნდში გასვლა დიდი წარმატებაა”.

მისი თქმით ისლანდიელებთან საპასუხო მატჩამდე პენალტების სერიაზე არ უფიქრია და ამისთვის გუნდი სპეციალურად არ მოუმზადებია:

“მეორე გაშვებული გოლის შემდეგ, შუა ხაზის გაძლიერება და უფრო მეტად შეტევა გვსურდა. ჩვენ მოედნის შუა ხაზს ვაგებდით. თუმცა, მეტოქე ფეხბურთელის გაძევებამ მოედანზე სიტუაცია შეცვალა”.

0.117102