ფეხბურთი

2:21 | 25.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მარსელმა” დიარა და მანკილიო გაიფორმა

ესპანელი მარჯვენა მცველი ხავიერ მანკილიო და ფრანგი საყრდენი ნახევარმცველი ლასანა დიარა “მარსელში” განაგრძობენ კარიერას. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

21 წლის მანკილიო მადრიდის “ატლეტიკოს” საკუთრებაა, თუმცა გასული სეზონი “ლივერპულში” გახლდათ განათხოვრებული. ხავიერი საფრანგეთშიც ერთწლიანი იჯარით ითამაშებს.

30 წლის დიარა თითქმის ერთი წელი უკლუბოდ იმყოფებოდა და “მარსელს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ის “ველოდრომზე” 2019 წლამდე ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111259