ლეგენდარულმა გერმანელმა ჩოგბურთელმა შტეფი გრაფმა სერენა უილიამსზე ისაუბრა.
“სერენას გასაოცარი კარიერა აქვს და ახლა განსაკუთრებულად კარგ საჩოგბურთო ფორმაში იმყოფება. მას შეუძლია ჩემზე მეტი დიდი სლემის ტურნირი მოიგოს. ეს მე არ მადარდებს. მთელი ცხოვრების განმავლობაში სტატისტიკას და ციფრებს ყურადღებას არასოდეს ვაქცევდი. კარიერის განმავლობაში ყველაფერი მქონდა და სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი”- განაცხადა შტეფი გრაფმა.
სერენა უილიამსმა უიმბლდონის მოგებით 21-ე დიდი სლემი ტურნირი მოიგო, გრაფს კარიერაში 22 “გრანდ სლემი” აქვს მოპოვებული.