ჩოგბურთი

20:02 | 24.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა სლოვაკური ბარიერიც დაძლია და ნახევარფინალშია

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰოლანდიის ქალაქ შვენინგენში მიმდინარე ტურნირის (საპრიზო ფონდი 425000 ევრო) ნახევარფინალში გავიდა.

ტურნირის 1/4-ფინალში ბასილაშვილმა სამ სეტში სლოვაკი ანდრეჟ მარტინი 6:1, 1:6, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. ნიკოლოზმა ერთი ეისი ჩააწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო სლოვაკმა 4 ეისი მოაწოდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვა.

ნახევარფინალში ნიკოლოზის მეტოქე დე ბაკერ (ჰოლანდია)-მუნოს დე ლა ნავას (ესპანეთი) შორის გამარჯვებული იქნება.

0.120658