თამაშგარე

18:20 | 24.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვა და დიმიტროვი დაშორდნენ

დიდი სლემის 5-გზის ჩემპიონი რუსი მარია შარაპოვა და მისი მეგობარი ბიჭი ბულგარელი ჩოგბურთელი გრიგორ დიმიტროვი ერთმანეთს დაშორდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

დიმიტროვმა ბულგარულ მედიასთან საუბრისას დაადასტურა, რომ მისი და მარიას გზები გაიყო.

“ჩვენი ბილიკები გაიყო. მე და მარიას ერთად საოცარი წუთები განვიცადეთ. მაშას წარმატებებს ვუსურვებ, როგორც პირად ცხოვრებაში ისე სპორტულ კარიერაში. ახლა საჩოგბურთო კარიერაზე ვარ კონცენტრირებული. ზაფხულში ჩემთვის ახალი ცხოვრება იწყება”, – განაცხადა გრიგორ დიმიტროვმა.

შეგახსენებთ, რომ შარაპოვას და დიმიტროვის ურთიერთობის 2012 წლის დეკემბერში დაიწყო და თითქმის სამ წელს გასტანა.

0.161344