ფეხბურთი

17:27 | 24.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

დი მარია და პსჟ რეალური ხდება

ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედისა" და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი ანხელ დი მარია უახლოეს ხანებში საფრანგეთის ჩემპიონ "პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელი გახდება. ამის შესახებ ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა "ფრანს ფუტბოლი" წერს. აღნიშნული წყაროს ცნობით, 27 წლის შემტევის ტრანსფერი პსჟ-ს 65 მილიონი ევრო დაუჯდება, ხოლო იგი გუნდს უახლოეს 48 საათში შეუერთდება.

ანხელ დი მარია "ოლდ ტრაფორდზე" ერთი წლის წინ მადრიდის "რეალიდან" 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა, თუმცა გასულ სეზონში "წითელ ეშმაკებში" დამკვიდრება ვერ მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11691