ფეხბურთი

16:55 | 24.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

პაპუნაშვილი "ვერდერში" გადაწყდა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარ ბრემენის "ვერდერში" გააგრძელებს. ამის შესახებ 19 წლის ნახევარმცველის ოფიციალური ფეისბუქგვერდი იტყობინება. წყაროს ცნობით, ფეხბურთელი ბრემენში მომდევნო სეზონს იჯარის წესით გაატარებს.

თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია, ამ დროისთვის "დინამოსა" და "ვერდერს" ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.

"ვერდერი" გერმანიაში და ევროპაში ცნობილი გუნდია. "მუსიკოსებმა" ბუნდესლიგის მოგება ბოლოს 2004 წელს მოახერხეს, როცა ამ გუნდს თომას შააფი წვრთნიდა. გასულ სეზონში კი ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაამთავრეს.

0.130197