კალათბურთი

13:58 | 24.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვახტანგ ქადარია “სოხუმს” დაუბრუნდა

ერთწლიანი განშორების შემდეგ, ცენტრალური თავდამსხმელი ვახტანგ ქადარია (20.07.89, 206 სმ) სუპერ ლიგის მონაწილე “სოხუმს” დაუბრუნდა.

ამის შესახებ worldsport.ge-ს “სოხუმის” მთავარმა მწვრთნელმა ვაჟაკვარაცხელიამ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნების შემდეგ ქადარიამ 2008-09 წლის სეზონი “დინამოში”, მომდევნო სამი კი “სოხუმში” გაატარა.

რამდენიმე დღის წინ 3X3 კალათბურთში თანაგუნდელებთან ბუბა ბერიშვილთან, ბექა გოლეთიანთან და კოტე ტუღუშთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა.

2014-15 წლების საკალათბურთო სეზონში ქადარია "ქუთაისი-2010"-ში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164688