გუშინდელმა აქციამ დაადასტურა, რომ კორუფციამ ფეხბურთი სამუდამოდ დამარხა.
ვინც CONCACAF-ის ზონაში ვცხოვრობთ, მიჩვეულნი ვართ, რომ ფეხბურთში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკას ყველნარიად გვერდში უდგანან და ეხმარებიან. მაგრამ ის, რაც "ჯორჯია დომზე" მოხდა, ფეხბურთის ისტორიაში უხეშ კვალს სამუდამოდ დატოვებს.
მეოთხედფინალი დაიწყო. იქ, სადაც მექსიკამ კოსტა რიკას მინიმალური ანგარიშით აჯობა. მატჩის მთავარმა მსაჯმა კი მეორე დამატებით დროს იმდენი წუთი დაამატა, სანამ მექსიკელებმა ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან არ მიიტანეს. ბურთი კარს მეტრებით სცდებოდა, რომელიც იმ მექსიკელმა ფეხბურთელმა დაარტყა, რომელიც ჯერ კიდევ მანამდე, მსაჯს უნდა გაეძევებინა მეტოქისადმი კრიმინალური წესით წესის დარღვევისთვის.
ორიბე ბურთს რომ ვერ ეწეოდა, ივაჟკაცა და გადახტა. მის ნახტომს კი მსაჯის მიერ პენალტის გამოგონება მოყვა. ასე, 124-ე წუთზე მექიკის კაპიტანმა ანდრეს გუარდადომ არც fayr play სცნო და არც კოსტა რიკის ნაკრები დაინდო.
მაგრამ ისეც ხდება, რომ მსაჯებიც ცდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩემპიონატზე ყოველთვის მექსიკის სასარგებლოდ. ისიც გასაგებია, რომ სტადიონზე აბსოლუტური უმრავლესობა მექსიკელი იყო და ზეწოლას ვერ გაუძლეს, მაგრამ სამ დღეში ორჯერ ისტორია არ მეორდება...
ნახევარფინალში, მექსიკა პანამის ნაკრებს შეხვდა - სცენარი იგივე გამოდგა, მთავარ როლში ისევ მსაჯი მოგვევლინა - მე-3 წუთზე, კარლოს ველამ პანამელ მეტოქეს ხელი აგრესიულად მოუქნია, თუმცა ამერიკელმა გეიგერმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და შემტევი მხოლოდ ყვითელი ბარათით დაინდო, მაშინ როცა, იგი გაძევებას აშკარად იმსახურებდა. თუმცა ეს ყველაფერი არ იყო: 20 წუთის შემდეგ კი, ნორმალურ, სათამაშო ეპიზოდში, პანამელი შემტევი ტეხადა მოედნიდან გაძევებული იქნა.
24-ე წუთიდან მოყოლებული პანამის ნაკრები მინდორზე 10 კაცით თამაშობდა. მიუხედავად ამისა, "აცტეკები" ყველანაირად დაჩაგრა. მათ გილერმო ოჩოას კართან ოთხჯერ მწვავე მომენტიც შექმნეს, ხოლო ერთ ეპიზოდში მექსიკელმა მეკარემ ტორესის თავური დარტყმა ვერ შეაჩერა და 56-ე წუთზე ბურთი თავის კარის ბადეში აღმოჩნდა.
გატანილი გოლის შემდეგ, პანამა უფრო გაძლიერდა. ფიზიკური მოზადებაც უკეთესი აღმოაჩნდათ, მაგრამ მსაჯს ვერსად გაექცა და ისევ გამოგონილი პენალტი მექსიკელთა სასარგებლოდ...
89-ე წუთზე, მექსიკელთა შორეული ჩაწოდების შემდეგ, პანამელთა მეკარემ ბურთი ხელში დაიჭირა, თუმცა შეხვედრის მთავარმა მსაჯმა პენალტის დანიშვნა გადაწყვიტა. მისი აზრით, პანამელმა მცველმა ხელით ითამაშა. ამას მერე კი მოხდა ის, რაც აქამდე არ მენახა.
სამარცხვინო ეპიზოდის შემდეგ, პანამელმა ფეხბურთელებმა პროტესტი გამოხატეს და მოედნიდან გავიდნენ. ამბობდნენ, რომ თამაშს არ გააგრძელებდნენ. ულამაზეს სტადიონზე, სადაც გულშემატკივართა ერთმა მესამედმა წასვლა გადაწყვიტა, დუმილი ჩამოწვა. საბოლოოდ, CONCACAF-ის წარმომადგენლების ჩარევის შედეგად და შესაძლო სანქციების შიშით, პანამის ნაკრები მოედანზე დაბრუნდა. გუარდადომ კი ბურთი დასარტყმელად მოამზადა, დაარტყა და - 1:1.
მაგრამ ეს არ იყო დასასრული. პირველ დამატებით ტაიმში მსაჯმა კიდევ ერთი პენალტი გამოიგონა - ორმა პანამელმა მცველმა საკუთარ საჯარიმოსი მექსიკელ შემტევს ფიზიკურად აჯობეს - არბიტრმა კი თერთმემეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა ხელი...
ისევ მექსიკა, ისევ პენალტი, ისევ გუარდადო და - 2:1...
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე პანამელთა კოლუმბიელმა მთავარმა მწვრთნელმა ჰექტორ გომეშმა, რომელსაც გასაგები მიზეზების გამო, ემოციების შეკავება უჭირდა, აღნიშნა, რომ თავის 28 წლიან კარიერაში ასეთი რამ არ უნახავს. თქვა, რომ მისთვის აქამდე გამარჯვება ხელიდან ასე უხეშად არავის მოუპარავს. მანვე ისიც დაამატა, რომ მატჩისას რამდენჯერმე იფიქრა საფეხბურთო სფეროს დატოვებაზე...
ისიც უნდა ითქვას, რომ CONCACAF-ის წარმომადგენლების მედია, მათ შორის მექსიკელი ჟურნალისტებიც ობიექტურად მიუდგნენ მომხდარს და გაჩნდა იდეა - ბოიკოტის შესახებ.
ჰექტორ გომეშის მსგავსად მწყინს, რომ რეგიონებში ფეხბურთს ასე კლავენ და ვეთანახმები მექსიკელ მსახიობ ადალ რამონესს, რომელმაც თქვა: "ანდრეს გუარდადოს პენალტი, რომ fair play-ს ნიშნად არ დაერტყა, სამუდამოდ ვიამაყებდი და ჩემს შვილს მაგალითად ვუქცევდი".
ადალ რამონესს ვეთანხმები, თუმცა "ეინდჰოვენის" ფეხბურთელმა შანსი ვერ გამოიყენა, რომ გამხდარიყო სამაგილითო... ბოლოს კი ისტორია განმეორდა - ისევ მექსიკა, ისევ, მსაჯი, ისევ თერთმეტრიანი... და, ისევ FIFA-ს ბიზნესი...
კახი გონენაშვილი კოსტა რიკიდან