ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში თამაზ პერტიას გაწვრთნილი სკონტო უნგრეთში “დებრეცენთან” შერცხვა. ლატვიელებმა მატჩი 2:9 წააგეს და ორი მატჩის ჯამში 4:11 დამარცხდნენ. უნგრულებმა რეკორდი დაამყარეს, აქამდე გუნდს ევროტურნირებზე 7 გოლის სხვაობით არ მოეგო.
უნგრელებმა პირველი ტაიმი 5:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ 7 წუთში სამი გოლი გაიტანეს. პერტიას შეგირდებმა 59-ე და 65-ე წუთებზე ორი გოლი კი გაიტანეს, თუმცა 7-ბურთიანი სხვაობა კასტილიონმა 70-ე წუთზე დააფიქსირა.
უნგრეთის ჩემპიონატის გასული სეზონის მეოთხეადგილოსანი ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “რუსენბორგს” შეხვდება.