ფეხბურთი

20:56 | 23.07.2015 | ნანახია 3542 - ჯერ

“რომა” სალაჰზე დაფიქრდა

როგორც Sky sports Italia იუწყება, ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰის შეძენით “რომა” დაინტერესდა.

იტალიურ კლუბს სალაჰის ერთწლიანი არენდის შემთხვევაში 2 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, გამოსყიდვის შემთხვევაში კი - 20 მილიონის.

აფრიკელმა ცაციამ გასული სეზონის მეორე ნახევარი განათხოვრების წესით “ფიორენტინაში” გაატარა, ვინაიდან მოურინიოს გუნდში თამაში იშვითად უწევდა.

სალაჰმა ფლორენციულ კლუბში სერია A-ს 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:10 | 10.08.2013
mushni (93569)

ბოლტი ლეგენდაააააააა მიდი ჰუსეინ

0.065936
3542