ჩოგბურთი

20:53 | 23.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა მაიერი დაამარცხა და მეოთხედფინალშია

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰოლანდიის ქალაქ შვენინგენში მიმდინარე ტურნირის (საპრიზო ფონდი 42500 ევრო) მეოთხედფინალში გავიდა.

ბასილაშვილმა 1/8-ფინალში 31 წლის გამოცდილი გერმანელი ჩოგბურთელი ფლორიან მაიერი 6:2, 5:7, 6:4 დაამარცხა. შეხვედრამ საათსა და 36 წუთს გასტანა. ნიკოლოზს 2 ეისი და ამდენივე ორმაგი შეცდომა ჰქონდა. მაიერმა 5 ეისი მოაწოდა და 8 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 178-ე ნომერი სლოვაკი ანდრეჟ მარტინი იქნება. შეხვედრა 24 ივლისს 13:00 საათზეა დანიშნული.

0.113956