ბოსნია ჰერცეგოვინას ნაკრების ლიდერი, “ფინიქს სანსის” 29 წლის კალათბურთელი მირზა ტელეტოვიჩი ეროვნულ გუნდს 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე არ დაეხმარება. აღნიშნულ ინფორმაციას Sportando.com ავრცელებს. წყაროს ცნობით, ტელეტოვიჩმა ევროპის ჩემპიონატზე არწასვლის მიზეზებზე საუბარი არ ისურვა.
შეგახსენებთ, რომ ტელეტოვიჩი ბოსნიელთა ეროვნული ნაკრების უძლიერესი მოთამაშეა.
კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი სტარტს 5 სექტემებრს აიღებს. ჯგუფში ბოსნიას მეტოქეები მასპინძელი საფრანგეთი, ისრაელი, ფინეთი, რუსეთი, პოლონეთი არიან.