კალათბურთი

18:35 | 23.07.2015 | ნანახია NaN - ჯერ

“დალასმა” ბარეას ოთხწლიანი გაუფორმა

ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიკსმა” გუნდის 31 წლის პუერტორიკოელ გამთამაშებელს ხოსე ხუან ბარეას კონტრაქტი 4 წლით გაუხანგრძლივა. ახალი კონტრაქტის თანახმად ბარეა 16 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

ბარეა “დალასში” 2006 წლიდან 2011 წლამდე თამაშობდა. 2011-ში პუერტორიკოელი “დალასთან” ერთად ნბა-ს ჩემპიონი გახდა. ამ გამარჯვებაში გამთამაშებელმა თავისი წვლილი შეიტანა. შემდეგ კალათბურთელი “მინესოტაში” გადაბარგდა და 2014 წელს კვლავ “მავერიკსს” დაუბრუნდა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:18 | 06.09.2015
Shevche (15054)

თუ 3 მცველით ვითამაშებთ, მარცხენა ცენტრალური მცველობა დვალისთვის იდეალური პოზიციაა.
მარჯვენა ცენტრალურ მცველად კაშია და მათ შორის ბურჯი - კვირკველია.
წესით კარგი დაცვის ხაზი უნდა გამოვიდეს.

19:01 | 06.09.2015
araza-1918 (6330)

მომავალში ამისულამ თუ ვერ გაქაჩა დვალი შეცვლის

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.069422
სარეკლამო ადგილი - 99
X x X