ბოლნისის “სიონის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ლუის ალბერტო მედინა ბათუმის “დინამოში” ითამაშებს. პორტუგალიელმა აჭარელთა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ფაქტი კლუბებმა ოფიციალურად დაადასტურეს.
ლუის ალბერტო ბოლნისურ კლუბს გასული სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდა. მადრიდის “ატლეტიკოს” საფეხბურთო სკოლის აღზრდილმა “სიონის” მაისურით კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მან 12 მატჩში 5 გოლი გაიტანა, მათ შორის პირველი გოლი სადებიუტო მატჩში “დინამო თბილისის” წინააღმდეგ.