როგორც Сorriere dello sport იუწყება, “მანჩესტერ იუნაიტედმა” შესაძლოა 29 წლის ლუკას ბილია შეიძინოს. სავარაუდო სატრანსფერო თანხად 25 მილიონი გირვანქა სახელდება.
“ლაციოს” ფეხბურთელს რომაულ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა პროფესიული საფეხბურთო კარიერა “არგენტინოს ხუნიორსში” დაიწყო, შემდეგ “ინდეპენდიენტეში” გადავიდა, 2006-2013 წლებში ბრიუსელის “ანდერლეხტში” თამაშობდა. 2013 წლიდან კი “ლაციოს” მოთამაშეა.