ფეხბურთი

13:54 | 23.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბენტეკე "ლივერპულში"

ინგლისის პრემიერლიგის ბინადარმა "ლივერპულმა" ბირმინგემის "ასტონ ვილას" ბელგიელი თავდამსხმელი კრისტიან ბენტეკე ახლა უკვე ოფიციალურად გაიფორმა. 24 წლის ფორვარდის სანაცვლოდ "წითლებმა" 46 მილიონი ევრო გაიღეს.

"ბედნიერი ვარ "ლივერპულში" ყოფნით, მადლობა ყველას ნდობისთვის და აქ მოწვევისთვის", - თქვა ბელგიელმა.

კრისტიან ბენტეკე "ასტონ ვილას" რიგებში 2012 წლიდან მოყოლებული თამაშობდა და გუნდის რიგებში ჩატარებულ 101 მატჩში 49 გოლი გაიტანა.

0.122073