ჩოგბურთი

21:27 | 22.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა წყვილებშიც იმარჯვა

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰოლანდიის ქალაქ შევენინგენში ერთეულთა შორის პირველი წრის დაძლევის შემდეგ ქართველმა თავის მეწყვილესთან, ჰოლანდიელ რომანო ფრანტზენთან ერთად ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართულ-ჰოლანდიურმა წყვილმა ოუელეტ-გროენის წყვილი 6:3, 3:6, 10:7 დაამარცხა.

ტურნირის მეოთხედფინალში ქართულ-ჰოლანდიური წყვილი კარასევ-კუზნეცოვის რუსულ დუეტს დაუპირისპირდება.

ერთეულთა თანრიგში ნიკოლოზის მეტოქე ფლორიან მაიერი იქნება, აღნიშნული დაპირისპირება 23 ივლისს თბილისი დროით 16:30 საათზეა დაგეგმილი.

0.128219