ფეხბურთი

21:45 | 22.07.2015 | ნანახია NaN - ჯერ

“სამტრედია” ერზრუმში დამარცხდა

თურქულ შეკრებაზე მყოფმა “სამტრედიამ” ამხანაგური მატჩი ქალაქ ერზრუმში, თურქეთის პირველი ლიგის წარმომადგენელ “გოზტეპესთან” გამართა. სტამბოლურმა კლუბმა ცეცაძის ფეხბურთელები1:0 დაამარცხა.

როგორც თურქული კლუბის ოფიციალური გვერდი იუწყება მატჩის ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე გავიდა. გოლის ავტორი “ბეშიქთაშის” ყოფილი წევრი ერქან სექმანია.

“სამტრედიამ” პირველ ტაიმში შემდეგ შემადგენლობით ითამაშა: თებიძე, იოსელიანი, შერგელაშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, მარკოზაშვილი, რაჟამაშვილი, ენდელაძე, დათუნაიშვილი, სიხარულიძე, ზივზივაძე.

მეორე ტაიმში გია ცეცაძემ 9 ცვლილება გააკეთა და შემდეგი ფეხბურთელი ჩართო თამაშში: ცინცაძე, თვალავაძე, მთივლიშვილი, მჭედლიშვილი, ახალაძე, ჭეიშვილი, კიკაბიძე, შილაკაძე, კვარაცხელია.

შეგახსენებთ “სამტრედია” ქალაქ ერზრუმში სამკვირიან შეკრებაზე იმყოფება. იმერული კლუბი სამშობლოში 5 აგვისტროს დაბრუნდება. თურქული შეკრების ფარგლებში კი 4 ამხანაგური მატჩის გამართვა იგეგმება.

თეგებისამტრედია

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.070074
სარეკლამო ადგილი - 99
X x X